ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით

ლევან მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. პლენარული სხდომა კასპში მიმდინარეობს. მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია. 67-ე გენერალურ ასამბლეას საქართველოს პარლამენტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. პლენარული სხდომა კასპში მიმდინარეობს. მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია. 67-ე გენერალურ ასამბლეას საქართველოს პარლამენტის…

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. პლენარული სხდომა კასპში მიმდინარეობს. მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია.

67-ე გენერალურ ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძრვანელობს. პაბსეკის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება.

"ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს კავშირებს, ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას ფართო რეგიონის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. ასევე, მჭიდრო პარტნიორობა გაქვს შუა კორიდორში მონაწილე ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც ახლო, მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ვინაიდან, ეს, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს