ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ჯაბა ხუბუა: ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სიმბოლო - ირინა ენუქიძეა, ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული

ჯაბა ხუბუა: ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სიმბოლო - ირინა ენუქიძეა, ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის „პოლიტიკური პატიმარი“, „სინდისის პატიმარი“, „რეჟიმის მსხვერპლი“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის „პოლიტიკური პატიმარი“, „სინდისის პატიმარი“, „რეჟიმის მსხვერპლი“…

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის „პოლიტიკური პატიმარი“, „სინდისის პატიმარი“, „რეჟიმის მსხვერპლი“ - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმთან მებრძოლი ხალხისთვის სამართლიანობისთვის მებრძოლი ქართველი დედის სახე - ირინა ენუქიძეა, ქალის ეს სახე კი „ნაცმოძრაობამ“ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის დედის, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, მარიზი კობახიძის, დონემდე დაიყვანა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის „პოლიტიკური პატიმარი“, „სინდისის პატიმარი“, „რეჟიმის მსხვერპლი“ და ა.შ. დიახ, ძალადობრივი პროტესტისა და ანტიკონსტიტუციური დემონსტრაციების მონაწილეთათვის, პრეზიდენტის სასახლეს ფიზიკურად რომ დაესხნენ თავს, რუსთაველის გამზირი პეტარდებით გადაბუგეს და სამართალდამცველებს ,,მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს, „პოლიტიკური პატიმრებისა„ თუ „სინდისის პატიმრების“ დარქმევა ამ პოლიტიკურად წმიდათაწმიდა ცნებების გააბახებაა. თუმცა, ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული. ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის, ღირსებითა და მაღალი შეგნებით შემკული მამაცი წართველი ქალის სახე-სიმბოლოს ირინა ენუქიძე წარმოადგენს, აკაცუკურ-სექტანტური მოძრაობის კაბადონზე კი იგივე სიმბოლოდ მარიზი კობახიძის ვარსკვლავი ანთილიყო. როგორც იტყვიან, იგრძენით განსხვავება!“ - წერს ხუბუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს