ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვი…

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივნის, მაქსიმოს ხარაკოპულოსის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, იოან ვულპესკუს სახელით მიესალმა.

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობაზე დებატებს მართავს. ეს უაღრესად აქტიური თემაა და თანამედროვე საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენს. შარშან ბუქარესტში გამართული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 32-ე გენერალური სხდომა სწორედ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური განზომილების საკითხებს მიეძღვნა. მიგვაჩნია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ხელი შეუწყოს ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების გლობალურ ცოდნაზე წვდომას და დემოკრატიული პროცესებისა და საპარლამენტო ინსტიტუტების უკეთ ფუნქციონირებას. უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა ხელოვნური ინტელექტის საკითხს პოლიტიკურ და კულტურულ ჭრილში განიხილავს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონი ომის ზონად გადაიქცა. პაბსეკი საიმედო მოთამაშეა, რომელიც დავების გადაჭრისა და შავი ზღვის ხალხების კეთილდღეობის ხელშეწყობის საშუალებად დიალოგსა და დიპლომატიას იყენებს. ვიმედოვნებთ, თქვენი გადაწყვეტილებები და ინიციატივები შავი ზღვის რეგიონს სტაბილურობისა და კულტურული მთლიანობისკენ, ასევე ხალხებს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობისკენ წაიყვანს“, - განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში იმართება, PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის წევრები: ლევან მაჭავარიანი, გელა სამხარაული, ირაკლი ქადაგიშვილი, ლევან მახაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი ესწრებიან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს