ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი ჭეიშვილი პეტერ ფიშერზე: ყველაფერი გააკეთა, რომ გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობა დაზიანებულიყო - პრაქტიკულად ჩვენი ურთიერთობა გაანადგურა

ირაკლი ჭეიშვილი პეტერ ფიშერზე: ყველაფერი გააკეთა, რომ გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობა დაზიანებულიყო - პრაქტიკულად ჩვენი ურთიერთობა გაანადგურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირაკლი ჭეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას „დღის ქრონიკასთან“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა დაზიანებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირაკლი ჭეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას „დღის ქრონიკასთან“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა დაზიანებ…

ირაკლი ჭეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას „დღის ქრონიკასთან“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა დაზიანებულიყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმედოვნებს, რომ გერმანიის ახალი ელჩი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობას ძველ ნიშნულზე დააბრუნებს.

„გერმანიასთან 30- წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის, ყოველთვის გვერდით გვედგა, როგორც პარტნიორი. ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ფიშერი საქართველოში ელჩი იყო, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ურთიერთობა დაზიანებულიყო, მან პრაქტიკულად ჩვენი ურთიერთობა გაანადგურა.

კარგად გვახსოვს ფიშერის განცხადებები, გვახსოვს მისი დუმილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე, გვახსოვს მისი სიძულვილის ენა, რასაც ამ 3 წლის განმავლობაში აკეთებდა. ის ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ურთიერთობა გერმანიასთან მხოლოდ აზიანებდა და საწადელს კიდეც მიაღწია.

გერმანიის ელჩი საქართველოდან ისე წავიდა, რომ არც პრეზიდენტთან, არც პარლამენტთან და არც პრემიერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა არ ჰქონია.

იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგ გერმანიასთან ურთიერთობა გადაიტვირთება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. “, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

გერმანიის ელჩმა საქართველოში მისია დაასრულა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს