ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრებს. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ

ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრებს. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირაკლი ჭეიშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლის გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ირანში ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირაკლი ჭეიშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლის გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ირანში ა…

ირაკლი ჭეიშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლის გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ირანში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები ჩავლენ და ყაველაშვილის გადაწყვეტილებას „სწორი“ უწოდა.

„სამეზობლო კონტექსტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ვერ მოაკლდები რეგიონს, როცა მთელი რეგიონის ლიდერები დაკრძალვაზე მიდიან, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს ვერ გამოაკლდება. არა მხოლოდ რეგიონის, სხვა ქვეყნების ლიდერებიც ჩავლენ. ამას ყველა ნახავს. ზოგადად იმაზე, რომ ამას მოჰყვება შიდა და გარე მტრების უარყოფით შეფასებები, არავინ დავობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრებს. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, მათთვის რომ მოსაწონი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი დღის წესრიგით“, - განაცხადა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს