ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ჭეიშვილი: ის რომ გვაკრიტიკებენ თითქოს ყაზახეთთან ურთიერთობის გაღრმავებით ჩვენ ვშორდებით ევროპას, ასეთი კომენტარების გაკეთება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს შეუძლიათ. შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი ითვლება ეკონომიკურად ლიდერ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახეთთან

ირაკლი ჭეიშვილი: ის რომ გვაკრიტიკებენ თითქოს ყაზახეთთან ურთიერთობის გაღრმავებით ჩვენ ვშორდებით ევროპას, ასეთი კომენტარების გაკეთება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს შეუძლიათ. შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი ითვლება ეკონომიკურად ლიდერ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახეთთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი ითვლება ეკონომიკურად ლიდერ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახეთთან და ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები. დაკავშირებადობის კუთხითაც გაფართოვდება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი ითვლება ეკონომიკურად ლიდერ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახეთთან და ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები. დაკავშირებადობის კუთხითაც გაფართოვდება…

შუა აზიის ქვეყნებში ყაზახეთი ითვლება ეკონომიკურად ლიდერ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახეთთან და ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები. დაკავშირებადობის კუთხითაც გაფართოვდება არეალი. ჩვენი როლი ყველამ კარგად იცის დაკავშირებადობის კუთხით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება ორ ქვეყანას ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„ის რომ დღე გვაკრიტიკებენ თითქოს ყაზახეთთან ურთიერთობის გაღრმავებით ჩვენ ვშორდებით ევროპას, ასეთი კომენტარების გაკეთება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს შეუძლიათ. ყაზახეთთან ჩვენ წლებია ურთიერთობა გვაქვს, მაშინ როდესაც ევროპასთანაც მჭიდრო ურთიერთობაში ვიყავით და აბსოლუტურად არ უშლიდა ერთმანეთს ხელს. ის, რომ ყაზახეთიდან არაერთი ინვესტიცია არის საქართველოში განხორციელებული და განსაკუთრებით აჭარაში ეს ყველამ იცის. ის, რომ დღევანდელი ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის, ის რომ თუნდაც პოლიტიკური მოკავშირე გეყოლება ყაზახეთის სახით, რომელიც შუა აზიის ქვეყნებში არის ლიდერი ქვეყანა და არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მხოლოდ კარგის მომტანი.

ასე რომ პრემიერის ვიზიტი და ეს ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ დადებითად უნდა შეფასდეს და მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. შესაბამის დოკუმენტს ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს