ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ჭეიშვილი: როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?!

ირაკლი ჭეიშვილი: როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?!
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?! - განაცხადა საპარლამენტო უმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?! - განაცხადა საპარლამენტო უმ…

როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან ქვეყნის მტრები და შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური განვითარება საქართველოში არ უნდა ჰქონდეთ.

„სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იქნება, საერთო ენას ვერ ნახავენ. ეს ჩვენს [ხელისუფლების] წისქვილზე წყალს ასხამს და კარგია, რაც იქ [ოპოზიციაში] ხდება. ისინი არიან ქვეყნის მტრები და შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური განვითარება ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეთ. როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?! ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ესენი [დანარჩენი ოპოზიცია] ერთად ვერ „ძოვენ“, ესეც მისასალმებელია და ასეც უნდა მოხდეს. სანამ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ - ცხრაწლიანი რეჟიმის ჯალათები იქნებიან ამ გაერთიანების სათავეში და რაიმე იმედი ექნებათ, რომ სამომავლოდ შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ, ასეთ [ცუდ] დღეში იქნებიან. ამასობაში საკონსტიტუციო სასამართლოც მოუწევს და დიდი იმედი მაქვს, ბევრი პარტია აიკრძალება. ესენი არჩევნებამდე პრაქტიკულად ვერც მივლენ. არც სჭირდებათ სასამართლო, ისედაც დაშლილები არიან მარტივ მამრავლებად“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს