ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

გიორგი სოსიაშვილი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომელი კანონი უნდა შევიტანოთ პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განვიხილოთ, ან რომელი კანონი უნდა გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ან ცვლილება შევიტანოთ

გიორგი სოსიაშვილი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომელი კანონი უნდა შევიტანოთ პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განვიხილოთ, ან რომელი კანონი უნდა გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ან ცვლილება შევიტანოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ვერავინ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, თუ რომელი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ვერავინ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, თუ რომელი…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ვერავინ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, თუ რომელი კანონი უნდა შეიტანოს პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განიხილოს, ან რომელი კანონი უნდა გაიწვიოს, გააუქმოს, ან ცვლილება შეიტანოს.

ასე გამოეხმაურა სოსიაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში.

„ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომელი კანონი უნდა შევიტანოთ პარლამენტში, რომელი უნდა განვიხილოთ, ან რომელი უნდა გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ან ცვლილება შევიტანოთ. ეს არის ქართველი ხალხის ნებით არჩეული საქართველოს ეროვნული ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტი. ბუნებრივია, მე ვურჩევდი, რომ თავად მათ გადახედონ თავიანთ კანონებს, იმიტომ რომ ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა აბსურდამდე მივიდა. მხედველობაში მაქვს არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და კანონმდებლობით დამტკიცება, სადაც პირდაპირ აიძულებენ ქვეყნებს, რომ ეს აღასრულონ. ეს არის ხალხის ტრადიციების განადგურება“, - თქვა სოსიაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს