ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია

ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რაზეც ელენე ხო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რაზეც ელენე ხო…

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რაზეც ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის გადაწყვეტილება მეტყველებს.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე ელენე ხოშტარიას დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტის ვხვდებით. გარდა ამისა, მან წინა ხელისუფლების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და განაცხადა, რომ დღეს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება.

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ხელისუფლების ნება და გადაწყვეტილება, რომ ელენე ხოშტარია სამკურნალოდ „ვივამედში“ გადავიდეს, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.

როდესაც შერჩევით სამართალზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის პოზიცია ელენე ხოშტარიას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. ხაზგასასმელია, რომ საკმაოდ დიდი თანხები ირიცხება მის ანგარიშებზე, თუმცა, ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას რუბლებს სუნი არ აქვს. ფაქტია, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსული სახელმწიფოსგან და დღეს თავად სხვებს უწოდებს რუსეთუმეებს.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წინა ხელისუფლების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობები. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კიდევ ერთხელ ვნახეთ და მოვისმინეთ ადამიანების ისტორიები, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არათუ ექიმთან კონსულტაციის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ, არამედ ერთი დღეც კი არ გაუტარებიათ წამების გარეშე.

დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ელენე ხოშტარიას თუ სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა. პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა პატიმრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ექიმის კონსულტაცია და იმოქმედონ მისი რეკომენდაციებისა და დანიშნულების შესაბამისად,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს