ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

მიხეილ სააკაშვილი: მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, მაგრამ სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგვცეს

მიხეილ სააკაშვილი: მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, მაგრამ სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგვცეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ლევან ხაბეიშვილის შეცვლა ჩვენი რეაგირება იყო იმაზე, რომ მთელი სვეცკი ბაბლი მის წინააღმდეგ დაირაზმა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი განაცხადა. ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ლევან ხაბეიშვილის შეცვლა ჩვენი რეაგირება იყო იმაზე, რომ მთელი სვეცკი ბაბლი მის წინააღმდეგ დაირაზმა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი განაცხადა. ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკა…

"ლევან ხაბეიშვილის შეცვლა ჩვენი რეაგირება იყო იმაზე, რომ მთელი სვეცკი ბაბლი მის წინააღმდეგ დაირაზმა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი განაცხადა.

ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტიდან შეცვლა განპირობებული იყო მის მიმართ არსებული კრიტიკითა და ნეგატიური დამოკიდებულებით.

მისივე განცხადებით, პარტიაში ყველა თანამდებობა ვადიანია და თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ახალი თავმჯდომარის არჩევა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი იყო.

"რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი სვეცკი ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას და ხან რას. ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, მაგრამ სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგვცეს. ახლა კი ყველაფერი ძალიან მარტივია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა გარკვეული ვადით ირჩევა და ივლისის დასაწყისში თინას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა ამ შემთხვევაში ჩემი იდეა იყო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს