ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

დავით მათიკაშვილი: მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ერთი მუჭა მხარდამჭერების მდგომარეობას ამძიმებს და მათ ფულად შენატანს სთხოვს, პრაქტიკულად, ეს არის ამ პარტიის დასასრული

დავით მათიკაშვილი: მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ერთი მუჭა მხარდამჭერების მდგომარეობას ამძიმებს და მათ ფულად შენატანს სთხოვს, პრაქტიკულად, ეს არის ამ პარტიის დასასრული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, სააკაშვილის იმპროვიზირებულმა ინტერვიუმ კარგად აჩვენა ის ღრმა კრიზისი, რაც „ნაცებს“ აქვთ, გამოჩნდა ისიც, როგორ ყოფენ საზოგადოებას ბაბლებად, „სვეცკებად“, „არასვეცკებად“, როგორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, სააკაშვილის იმპროვიზირებულმა ინტერვიუმ კარგად აჩვენა ის ღრმა კრიზისი, რაც „ნაცებს“ აქვთ, გამოჩნდა ისიც, როგორ ყოფენ საზოგადოებას ბაბლებად, „სვეცკებად“, „არასვეცკებად“, როგორ…

„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, სააკაშვილის იმპროვიზირებულმა ინტერვიუმ კარგად აჩვენა ის ღრმა კრიზისი, რაც „ნაცებს“ აქვთ, გამოჩნდა ისიც, როგორ ყოფენ საზოგადოებას ბაბლებად, „სვეცკებად“, „არასვეცკებად“, როგორ ეძებენ მხარდამჭერებს და ვერ პოულობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცების“ ბელადის პირიდან ნათქვამმა „ნაცმოძრაობის“ ბოლო ჟამმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ საქართველოში ამ დეგრადირებული პარტიის ადგილი არ არის.

„პროცესი, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს ლოგიკური დასასრულია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რასაც ატარებდნენ და რაც დესტრუქციული ოპოზიციის გაქრობით უნდა დასრულდეს. აგენტურული ქსელი, რასაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს, უცხოეთიდან იმ ფინანსებით ვეღარ მარაგდება, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ქართულმა კანონმდებლობამ აგენტურას თავიანთი ჯიბეების შევსება გაურთულა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ ერთი მუჭა მხარდამჭერების მდგომარეობას ამძიმებს და მათ ფულად შენატანს პირდაპირ სთხოვს. პრაქტიკულად, ეს არის ამ პარტიის დასასრული. ეს ყველაფერი ღრმა ჭაობს აჩვენებს, სადაც სააკაშვილი და მისი პარტია იმყოფებიან. ხარჯების გაღებას საკუთარ მხარდამჭერებს სთხოვენ, ამას მათხოვრობა ჰქვია, რათა თავად შეიქმნან უკეთესი პირობები. როცა ნიკა გილაური სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი იყო, ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ. დღეს, სააკაშვილი მის წარუმატებლობას ვის აღარ აბრალებს და ვისზე აღარ ცდილობს სიმძიმის გადატანას. სალომე ზურაბიშვილი აღარ მოსწონს, კარგად გვახსოვს, მასზე ფსონი როგორ იყო დადებული, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხაზი გაეტარებინა, რაც საქართველოს ომში ჩართვას და აქ მძიმე ვითარების გამოწვევას გულისხმობდა. სააკაშვილი ტყუილს იტყვის თუ მართალს, პასუხს ვინ მოსთხოვს, ტყუილებით არის გაჯერებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს