ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

დავით მათიკაშვილი: რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ეს აქამდე ხდებოდა და მომავალშიც მოხდება

დავით მათიკაშვილი: რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ეს აქამდე ხდებოდა და მომავალშიც მოხდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყველამ კარგად იცის, რომ რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს აქამდე ხდებოდა, ხდება დღეს და მომავალშიც მოხდება, – ამის შესახებ პარლამენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყველამ კარგად იცის, რომ რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს აქამდე ხდებოდა, ხდება დღეს და მომავალშიც მოხდება, – ამის შესახებ პარლამენ…

ყველამ კარგად იცის, რომ რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები ამა თუ იმ ქვეყანაში ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, რომელიც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს აქამდე ხდებოდა, ხდება დღეს და მომავალშიც მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ირანის დელეგაციის ვიზიტი მოხდა, რომელსაც არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ირანის დელეგაციის ვიზიტი ვნახეთ, რომელსაც არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ახლა კი, აბსურდს ცდილობენ, აბსოლუტურად ჩვეულებრივ, საერთაშორისო დიპლომატიისთვის დამახასიათებელ და აუცილებელ ფაქტორს – ინაუგურაცია იქნება, დაკრძალვა თუ ა.შ., რომელსაც ქვეყნის პირველი პირები ესწრებიან, მონათლონ ჩვენი სახელმწიფოს ისეთ პოლიტიკად, რომელსაც სახელმწიფო არ აწარმოებს. საქართველოსა და ირანს შორის არსებული მინიმალური ეკონომიკური ურთიერთობაც ამის დასტურია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. მათივე ცნობით, ცერემონიას რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს