ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში , სადაც მან სიტყვით მიმართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში , სადაც მან სიტყვით მიმართ…

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, სადაც მან სიტყვით მიმართა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ სპორტისა და მასთან დაკავშირებული ფართო ეკოსისტემის განვითარების, ასევე საერთაშორისო ასპარეზობების პრიორიტეტულობა. მან სამაგალითოდ დაასახელა პარალიმპიური მიმართულება, რომელმაც, საქართველოში შესაბამისი რეფორმების გატარების შედეგად, უკანასკნელ 10 წელიწადში განვითარების უპრეცედენტო დინამიკა აჩვენა.

თამარ ტალიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წარმატებული ქართველი სპორტსმენები საქართველოს არაფორმალური ელჩები არიან და ხიდად გვევლინებიან ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მან აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდება 14 ივნისს დაგეგმილ „UFC Freedom Fight 250“ ბრძოლას. საქართველო ამაყობს ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის, ასევე გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძის წარმატებებით. ელჩმა საქართველოში საბრძოლო ხელოვნების უძველეს ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მათ შორის ქართული ჭიდაობის სახით, UNESCO - ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით ასევე საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა, და UFC-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ შომ მიმართეს. მათ ისაუბრეს სპორტული დიპლომატიისა და სპორტის განსაკუთრებულ როლზე, ქვეყნებსა და ხალხთაშორის ურთიერთობების განვითარების კუთხით და ხაზი გაუსვეს UFC - ს საქმიანობას, რომელიც აერთიანებს მებრძოლებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

ღონისძიება დონალდ ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა, რომელიც ამავე ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დარენ ბიტიმ გახსნა და ხალხთაშორის დიპლომატიაში სპორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მარკო რუბიოს მოწვევით საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ასევე დაესწრო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC - ს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს