ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია

მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, - გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, - გ…

განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია.

„ამ პერიოდის განმავლობაში, შსს-მ დააკავა და პასუხისგებაში მისცა 100-მდე პირი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებზე. უწყება, სამართალდამცავი სისტემის ახალი მიდგომის შესაბამისად, დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის პარალელურად განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს დანაშაულის პრევენციაზე ე.წ. რეალურ დროში, რისი შედეგებიც უკვე აშკარად შესამჩნევი ხდება.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული ბრძოლა არასრულწლოვანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ, მოგეხსენებათ, დღეს იყო ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრიფინგი. უმძიმესი სანახავია ბრალდებულების მხრიდან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი დანაშაულის მაქსიმალურ პრევენციასაც უზრუნველყოფს.

ბოლო დღეებში, უპრეცედენტოდ მასშტაბური საქმე გახსნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წლების განმავლობაში აწყობილ დანაშაულებრივ სქემას შეეხებოდა“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს