ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

დიმიტრი სამხარაძე: ორსაათიანი ეთერიდან, სადაც მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში, ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, შემდეგ ეს ამოგლეჯილი ფრაზაც გააყალბეს - ბრავო, ამის მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს

დიმიტრი სამხარაძე: ორსაათიანი ეთერიდან, სადაც მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში, ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, შემდეგ ეს ამოგლეჯილი ფრაზაც გააყალბეს - ბრავო, ამის მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ორსაათიანი ეთერიდან ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძის დებატების შესახებ და ამბობს, რომ ოპონენტებმა მისი ფრა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ორსაათიანი ეთერიდან ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძის დებატების შესახებ და ამბობს, რომ ოპონენტებმა მისი ფრა…

ორსაათიანი ეთერიდან ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძის დებატების შესახებ და ამბობს, რომ ოპონენტებმა მისი ფრაზა გააყალბეს.

დეპუტატი აქვეყნებს ვიდეოს მტკიცებულების სახით, სადაც მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ ამბობს, რომ “პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს მიერ დასანქცირებულია, ორი მილიარდი გაუჩერეს, ფიზიკურ განადგურებას კი არა ყველანაირ განადგურებას შეეცდებიან ყოველთვის. იცით, რომ მოწყვლადია ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს რაღაცა ფორმით. ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა ელემენტარული ერთი აგურის დამდებიც საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში შეიძლება იყოს მოწყვლადი, რომ შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.”

“ორსაათიანი ეთერიდან, სადაც მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს პირწმინდად კი არ მოუგო მხოლოდ, საჯარო ლექცია ჩაუტარა პოლიტიკასა და იურისპრუდენციაში, ამოიღეს ერთი ფრაზა, ისიც კონტექსტიდან ამოგლიჯეს უხეშად, შემდეგ ეს ამოგლეჯილი ფრაზაც გააყალბეს, სიტყვა “ნებისმიერი” ჩაამატეს და ატრიალებენ ახლა გიჟებივით. მართლა ბრავო, ამის მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, უმაღლესი პილოტაჟია და ეს არის ის, რაც ბოლო ერთი წელი ძალიან აკლდა ქართულ პოლიტიკას!

აქ არის ვიდეო რა თქვა რეალურად, რასაც შეუძლებელია 1000% არ დაეთანხმო!!”- წერს სამხარაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს