ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

მამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის

მამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში…

აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.

„გახსოვთ ბევრი, მათ შორის ასე უწოდებენ ხოლმე საკუთარ თავს, ნეიტრალურად განწყობილი ადამიანის მესიჯები, როდესაც ზელენსკი გამოვიდა და თქვა, რომ ელჩი საქართველოდან გაიწვია ორი მიზეზით - სანქციების დაწესებაზე უარი რომ თქვა საქართველომ და მთავრობის თანხმობით მოხალისე მებრძოლები რომ არ გაგზავნა უკრაინაში. დღეს ხომ იგივე წარმატებით, როგორც მაშინ ამტკიცებდნენ რაღაცეებს, ვიღაც-ვიღაცეები გვეუბნებიან, რომ რა ომის დაწყებაზე კულისებში ვინ რა გითხრათ, ამას ნუ დაიჯერებთ, კი ბატონო. მაგრამ რაც გარეთ გამოვიდა საჯაროდ, რა განცხადებებსაც უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ და რა განცხადებაც ზელენსკიმ გააკეთა და რისთვის გააკეთა და რისთვისაც გაიწვია ელჩი, ეს მათი გონების გახსნისთვის, ვინც აგენტი არ არის და ამ აგენტს უჯერებს, საკმარისი არ უნდა იყოს? არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ბაზები განთავსდეს, სანქციები დაუწესეთ, მოხალისე მებრძოლები გაგზავნეთ, საბრძოლო მასალა გაუგზავნეთ, ეს მაინც საკმარისი არ არის იმისათვის, რა ზრახვები აქვთ, რა მიზნები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში? თუ მაინცდამაინც უნდა ნახოს ვიღაცამ ჩანაწერი, რომ ვიღაც მოდის და „შედით სასწრაფოდ და დაიწყეთ ომი და მერე ჩვენ მოგეხმარებით და იქნებ პარტიზანული ბრძოლებით თავი გაიტანოთ“, ეს უნდა გამოვარდეს მაინცდამაინც, რომ დაიჯერონ ელემენტარული რეალობა და გონება გაეხსნას? მე მგონია, რომ ყველა მათი ნაბიჯი, ფრთხილად, შეპარვით, ერთი პერიოდი საერთოდ უარყოფდნენ მსგავს განცხადებებთან კავშირს, ახლა კიდევ აპარებენ როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებაში. აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ რაღაც დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, რომელიც პატარა დარტყმას ვიღაცას თუ რაღაცას მიაყენებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ. საქართველოს ინტერესში არ შედის ეს. შეიძლება ყველას ინტერესში შედიოდეს, მაგრამ ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო არასდროს და მისი ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს