ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა,…

ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, თითქოს საქართველომ საგარეო ვექტორი შეიცვალა.

მისივე თქმით, ძალიან ახლოს მხედველი უნდა იყო მაშინ, როდესაც ერთი მიმართულებით ითხოვ საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, რაც მხოლოდ დააზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს და მომავალს, თუკი ქვეყანა ერთი მიმართულებით იქნება შეზღუდული ურთიერთობების განვითარებაში.

„საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე, სტრატეგიული არჩევანი და ჩვენი სტრატეგიული გზა განსაზღვრული კონსტიტუციით, ამაზე უფრო მტკიცედ ვერანაირად განსაზღვრავს ქვეყანა მის სტრატეგიულ მიზანს და გზას. ეს სტრატეგიული გზა და მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს და განავითაროს ურთიერთობები თანამედროვე მსოფლიოში სხვადასხვა მოთამაშეებთან და რეგიონებთან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, აღნიშნული ურთიერთობების განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ევროკავშირისთვისაც.

„ევროკავშირსაც სჭირდება საქართველოს და შუა დერეფნის გავლით აღმოსავლეთის მიმართულებით კავშირების განვითარება. საქართველო აკეთებს იმას, რაც შედის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოების და ევროპულ ინტერესებში. ეს არის ის, რაც კეთდება და სწორედ ამისთვის სჭირდება საქართველოს მტკიცე კავშირები აღმოსავლეთით, აზიის მიმართულებით.

დღეს, როდესაც ეკონომიკურ ძალაზე და განვითარებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ დაინახოთ, თუ რა ტემპით ვითარდება აღმოსავლეთით ეკონომიკები, რა ტემპით ვითარდება აზიის ქვეყნები და რა როლი აქვთ მათ ჩვენი კონტინენტის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კავშირების გაძლიერება და სწორად გამოყენება“, - განამარტა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობები, თუმცა პოტენციალი არის დიდი და შეცდომა იქნება, თუ საქართველო არ განავითარებს ამ ურთიერთობებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს