ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის

მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირში უფლებამოსილებების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე ისაუბრა. კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირში უფლებამოსილებების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე ისაუბრა. კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა სა…

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირში უფლებამოსილებების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე ისაუბრა. კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის კრიტიკას ევროკომისიის მიმართ, რომლის თანახმადაც ევროკომისია გასცდა მისთვის მინიჭებულ მანდატს.

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უფლებამოსილებების განაწილების საკითხი წლების განმავლობაში განხილვის საგანია, ამასთან, სულ უფრო ხშირად ისმის კრიტიკა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობის მიმართ.

„ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის ამაზე წუხილები და საუბრები, რომ უფრო მეტს აკეთებს ბრიუსელი, ვიდრე მას ამის უფლებამოსილება აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მინიჭებული. მეორე მხრივ, ამ პროცესების მონაწილე არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი საქმეა, თუ როგორ გადაანაწილებენ საქმეს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და თუ როგორი იქნება სუვერენული უფლებამოსილების ხაზები. ცხადია, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობით უკმაყოფილება ბევრი მიმართულებიდან ისმის, მათ შორის წევრი ქვეყნებიდანაც, ინსტიტუტებიდანაც და ვნახოთ, ეს არ არის ახალი პროცესი, მუდმივად ახასიათებს ბრიუსელს ასეთი განხილვები, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტი დამაჯერებლობისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ საგარეო პოლიტიკაც იმ ჩარჩოებში იყოს ნაწარმოები, რაც ჩარჩოებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ განსაზღვრული და ძალიან მნიშვნელოვანია ესეც იყოს დაცული,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაშიც იკვეთება განსხვავებები ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პოზიციებს შორის.

„ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს ჯოზეფ ბორელის ბოლო განცხადებაც.

„ბორელმაც, ასე ვთქვათ, თამამი განცხადება გააკეთა სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენც ხშირად ვუყურებთ საქართველოსთან მიმართებაში,“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს