ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

შალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო

შალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა, - გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა, - გა…

დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, მათი ვალდებულებაა შექმნან გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ფიზიკური თუ სხვა გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილმის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი პარასპორტსმენებზეა, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი მაგალითით გვაჩვენებენ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, როდესაც არსებობს ნება, შრომა და მხარდაჭერა.

პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო. ჩვენი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ გამხდარან ქვეყნის სიამაყე, მოუტანიათ საქართველოსთვის გამარჯვება და დაუმტკიცებიათ, რომ წარმატების მთავარი საფუძველი ადამიანის სულიერი სიმტკიცეა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ფიზიკური თუ სხვა გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განათლების მიღების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი პირობები.

კინოს, იქნება ეს მხატვრული თუ დუკუმენტური ფილმი, განსაკუთრებული ძალა აქვს. ის გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ერთმანეთის გამოცდილება, დავინახოთ რეალობა სხვა ადამიანის თვალით და გავაძლიეროთ თანაგრძნობა, პატივისცემა და სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფილმიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება.

მადლობას ვუხდი ფილმის ავტორებს, ორგანიზატორებს, გადამღები ჯგუფის წარმომადგენლებს, პარასპორტსმენებსა და ყველას, ვინც ყოველდღიურად მუშაობს უფრო სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს