მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან, რომელიც საქართველოში…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან, რომელიც საქართველოში…
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობას, ევროკავშირთან ურთიერთობებს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.