ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ

ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ეს ეტაპი პირველი დიდი განაცხადია საკუთარ მომავალზე და შესაძლებლობა, ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ეს ეტაპი პირველი დიდი განაცხადია საკუთარ მომავალზე და შესაძლებლობა, ს…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ეს ეტაპი პირველი დიდი განაცხადია საკუთარ მომავალზე და შესაძლებლობა, საკუთარი ოცნებები და მიზნები რეალობად აქციონ.

„ძვირფასო აბიტურიენტებო! დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეტაპი დადგა - დღე, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან ერთად, თითოეული თქვენგანის შრომის და მონდომების შედეგები უნდა დაიდოს.

სწორედ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლაა თქვენი პირველი დიდი განაცხადი საკუთარ მომავალზე და ასევე, შესაძლებლობა - თქვენი ოცნებები და მიზნები რეალობად აქციოთ. უნიკალურია ის ხედვა, რომელიც მხოლოდ თქვენ თაობას ახასიათებს და ჩვენ ქვეყანას, ჩვენ რეგიონს სწორედ ასეთი ახალი იდეების გენერატორები, თამამი აღმომჩენები და პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალები სჭირდება.

ენდეთ საკუთარ თავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით, გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ.

გისურვებთ წარმატებას და თქვენი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას” - აღნიშნავს ზურაბ პატარაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს