ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

დავით მათიკაშვილი: აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც მათთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის ჭეშმარიტი და ასეც გაგრძელდება

დავით მათიკაშვილი: აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც მათთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის ჭეშმარიტი და ასეც გაგრძელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ის ბედ-იღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციითა და ანტიეროვნული, სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი ქმედებებით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა, – ამის შესახებ „ქართუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ის ბედ-იღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციითა და ანტიეროვნული, სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი ქმედებებით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა, – ამის შესახებ „ქართუ…

ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ის ბედ-იღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციითა და ანტიეროვნული, სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი ქმედებებით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, აგენტურული ოპოზიცია ერთმანეთში ვერ ლაგდება.

​„წარმოგიდგენიათ, რაიმე ფორმითა და მექანიზმით მათ ხელში ხელისუფლება რომ ჩაეგდოთ ამ ქვეყანას რა დღეში ჩააგდებდნენ? როგორ აქვთ ერთმანეთისადმი განწყობა, სად არის ის პარტიული ხაზი, რომელიც პარტიას ლაიტმოტივად შეიძლება, გასდევდეს. როგორ იცვლებიან ისედაც გაცვეთილი სახეები ბელადის ერთი გადაწყვეტილებით. ამ ყველაფერს საზოგადოება შეაფასებს. აგენტურას არანაირი ადგილი არ აქვს და არ ესაქმება ქვეყნის მართვაში. მათთვის ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც საზოგადოების მიერ არის გამოტანილი, არის უტყუარი და ჭეშმარიტი და ეს ასეც გაგრძელდება. დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოდან გამომდინარე სხვა გადაწყვეტილებაც იქნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, ამ რადიკალურ აგენტურულ ოპოზიციას გააქრობს პოლიტიკური ველიდან. რაც შეეხება ალიანსს, იქაც მსგავსი, ანალოგიური ვითარებაა. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეორე დანაყოფია, ისევ გაცვეთილი პოლიტიკური სახეებით. ადამიანები, ვისთვისაც სამშობლო არაფერს წარმოადგენს, საკუთარ ამბიციებში იხრჩობიან და ამ დიდ ორომტრიალში, ჭაობში ითრევენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიმე ფორმით არის ამ აგენტურულ ოპოზიციასთან დაკავშირებული პოლიტიკურად. საზოგადოების მიერ მათთვისაც უკვე გამოტანილია განაჩენი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს