ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, კარგად ვიცით, რომ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს

კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, კარგად ვიცით, რომ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან, – ამის შესახებ თბილისის მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან, – ამის შესახებ თბილისის მ…

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს.

„აღნიშნულ პოლიტიკური პარტიას პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. საერთოდ აცდენილი არიან ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან. ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა თუნდაც დანიშვნები, გადარჩევა, ამას წყვეტს ერთი ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გუშინ განაცხადა: „მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური. პოლიტიკაში თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა“.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს