ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

შარმანაშვილი: ის რომ ლევან ხაბეიშვილი "ბაბლის"გამო გადააყენეს, ეს სამარცხვინო საქციელია. შეუძლიათ, საკუთარი მეგობარი და თანაგუნდელი გასწირონ. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ

შარმანაშვილი: ის რომ ლევან ხაბეიშვილი "ბაბლის"გამო გადააყენეს, ეს სამარცხვინო საქციელია. შეუძლიათ, საკუთარი მეგობარი და თანაგუნდელი გასწირონ. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, თინა ბოკუჩავას განცხადება ნათლად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის მიმართ.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, თინა ბოკუჩავას განცხადება ნათლად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის მიმართ.…

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, თინა ბოკუჩავას განცხადება ნათლად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის მიმართ.

"როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა. ამ ადამიანებისგან დასაჯერებელი არაფერია.

რაც შეეხება იმას, რომ ლევან ხაბეიშვილი "ბაბლის"გამო გადააყენეს, ეს სამარცხვინო საქციელია. შეუძლიათ, საკუთარი მეგობარი და თანაგუნდელი გასწირონ. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ და ჩვენს ინტერესებს ისე გასწირავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.

ეს განცხადება ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე და როგორ "უფრთხილდებიან" ისინი ერთმანეთს, თუ საქართველოს ინტერესებს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, თინა ბოკუჩავამ აღიარა, რომ ლევან ხაბეიშვილის ჩანაცვლების მიზეზი არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ იყო ის, რომ ხაბეიშვილის პერსონალური ფაქტორი სხვებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს