ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ლევან მაჭავარიანი – არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, რადგან არასერიოზულია, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის, ისევე, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები

ლევან მაჭავარიანი – არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, რადგან არასერიოზულია, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის, ისევე, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, რადგან არასერიოზულია, ეს ადამიანი ლობიზმით ფულს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, რადგან არასერიოზულია, ეს ადამიანი ლობიზმით ფულს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის,…

არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, რადგან არასერიოზულია, ეს ადამიანი ლობიზმით ფულს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის, ისევე, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ლიდერები.

„სხვათა შორის ჯო უილსონი ინაუგურაციის დროს ბილეთებით და დროშებით ვაჭრობდა. ამდენად, საუბარი გვაქვს მდაბიო და არასერიოზულ ადამიანზე. ირანი რეგიონში ჩვენი მეზობელია. მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის, ისევე, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ლიდერები. ყველაფერი ლოგიკურია. მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ფართო რეგიონის ჭრილში, მეზობლები ვართ და ირანში ჩადის ყველა მეზობელი ქვეყნის ლიდერი და არა მხოლოდ ყაველაშვილი.

რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, ეს პრიორიტეტულია და ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. აშშ-მა ეს ყველაფერი კარგად იცის. იციან, რომ მზად ვართ, გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც იქნება ორივე მხარის ინტერესები. ჯო უილსონი არავის აინტერესებს, ის აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ აყალიბებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე დიდი მოძულეები იკრიბებიან, „ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გეგმავს დასწრებას, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო განამტკიცოს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს