ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

მიხეილ სარჯველაძე: უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც

მიხეილ სარჯველაძე: უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობ…

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.

ორმხრივ შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა, რომელმაც უზბეკ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი. მინისტრის განცხადებით, ეს შეთანხმებები ორივე ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს.

„უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც, ვინაიდან რეალურად ეს იქნება ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი აი ამ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ორივე მხარისთვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო აქტიურად გეგმავს დაწყებული პროცესის გაგრძელებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

„ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი ამ მიმართულებით, ეს უნდა აღინიშნოს და ვფიქრობ, რომ ყველასთვის სასარგებლო იქნება ამ ორ კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორში მუშაობა და თანამშრომლობა. ამის გაგრძელებას, გაღრმავებას, ბუნებრივია, ჩვენი სამინისტრო გეგმავს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგ შესაძლებლობებს გააჩენს სამომავლოდ ასეთი განვითარებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კვლავ გრძელდება და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მომავალშიც არის დაგეგმილი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს