ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სპ…

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ პრეზენტაციას მიეძღვნა.

მისასალმებელ სიტყვაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ პროგრესულ საკანონმდებლო ჩარჩოს და მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ უწყებათაშორისი თანამშრომლობის დადებით პრაქტიკას, რომელიც პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების განხილვას შეეხება.

შეხვედრაზე განხილულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით რატი იონათამიშვილმა აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საფუძვლებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტის ნაწილში, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების განვითარებისა და მათი დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების უწყვეტ პროცესს და ამ მიმართულებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის განსაკუთრებულ როლს.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2025 წელს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოში შესული შუამდგომლობებიდან პროკურორების მიერ პატიმრობა მოთხოვნილი იყო ბრალდებულთა 35,1%­-ის მიმართ, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება -­ 64,9%-ის მიმართ. 2020 წელთან შედარებით, როდესაც პატიმრობის მოთხოვნის ოდენობა 44.9%-ს შეადგენდა, მაჩვენებელი თითქმის 10%-ით არის შემცირებული, რაც უდავოდ დადებით ტენდენციას წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს, რომელიც აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რატი იონათამიშვილმა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ყველა რელევანტური უწყების ჩართულობით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს