პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინ…
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.
„სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.