ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

რატი იონათამიშვილი: თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება

რატი იონათამიშვილი: თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ, - გან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ, - გან…

სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს ოპონენტების კრიტიკას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისადმი, რომელიც ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე მიდის.

„ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტის კლასიკურ მაგალითს. თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება. ეს ე.წ. შემფასებლები ორივე მიმართულებით ობიექტურები ვერ იქნებიან და სადღაც იტყუებიან. იტყუებიან იქ, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, მერე იხმარენ ჯო უილსონს, ის კიდევ თავისებური წინასწარ დაწერილი მესიჯებით გამოდის და ამაზე ცდილობენ დღის წესრიგის აგებას.

ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ. არც ჩვენს ოპოზიციას გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. აქაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და რეალური სურვილები. სინამდვილეში მათ არც ჩვენი ქვეყანა აინტერესებთ, არც მშვიდობა, უფრო მეტიც, ეშინიათ მშვიდობის და ძალიან არ აწყობთ, რომ უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს