ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ეკა სეფაშვილი: გაკვირვებული ვარ იმით, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს რეზოლუციაში არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება

ეკა სეფაშვილი: გაკვირვებული ვარ იმით, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს რეზოლუციაში არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყველა ქვეყნის წინაშე დგას უსაფრთხოების ისეთი პრობლემა, როგორიცაა საფრთხეები დემოკრატიის განვითარებისთვის და ადამიანის უფლებები, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყველა ქვეყნის წინაშე დგას უსაფრთხოების ისეთი პრობლემა, როგორიცაა საფრთხეები დემოკრატიის განვითარებისთვის და ადამიანის უფლებები, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვ…

ყველა ქვეყნის წინაშე დგას უსაფრთხოების ისეთი პრობლემა, როგორიცაა საფრთხეები დემოკრატიის განვითარებისთვის და ადამიანის უფლებები, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

სეფაშვილი გაკვირვებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება.

„გაკვირვებული ვარ იმით, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს რეზოლუციაში არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება მაშინ, როდესაც ამაზე საუბარი უნდა იყოს ნებისმიერ რეზოლუციასა და მოხსენებაში.

მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ანგარიშის მე-20 პარაგრაფზე, სადაც საუბარია ე.წ. მოსკოვის მექანიზმზე და ის შეიცავს ბევრ არასწორ ინფორმაციას, როდესაც საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ყველა ამ მაჩვენებლით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და რეიტინგებში ხაზგასმულია, რომ საქართველო კარგ პოზიციაზეა.

მოვუწოდებ ანგარიშის ავტორს და ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ასეთი სახის მოხსენებებზე, გამოიჩინონ უფრო მეტი სიფრთხილე ასეთი დოკუმენტების მომზადებისას“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს