ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

მაკა ბოჭორიშვილი: ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული და ფრთხილი

მაკა ბოჭორიშვილი: ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული და ფრთხილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და გამოწვევების ფონზე, საქართველო ატარებს ფრთხილ და პრინციპულ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და გამოწვევების ფონზე, საქართველო ატარებს ფრთხილ და პრინციპულ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნ…

რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და გამოწვევების ფონზე, საქართველო ატარებს ფრთხილ და პრინციპულ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო დაბალანსებული დიპლომატიის შენარჩუნებას.

„მშვიდად, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ნამდვილად ამ პერიოდის გავლა. თუმცა საფრთხეები, რა თქმა უნდა, მუდმივად არსებობს. ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რეგიონში, ფართო რეგიონში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული, იმავდროულად ფრთხილი. სწორედ ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ბევრად უფრო მეტი დაფიქრება და სიფრთხილე გვმართებს, ვიდრე შეიძლება სხვა სახელმწიფოებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფნის“ როლსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე, რაც გლობალური ინტერესის საგანს წარმოადგენს.

„შუა დერეფანს“ ნამდვილად ბევრი სიკეთე შეუძლია მოუტანოს ყველა მოთამაშეს. აქ არ არის საუბარი ერთი მოთამაშის ინტერესებზე, ამ დერეფნის არსებობა და განვითარება არის ყველას ინტერესში. დღეს თუ გლობალურად ავიღებთ მთავარ, მნიშვნელოვან მოთამაშეებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველას შეიძლება, ჰქონდეს საკუთარი ინტერესი ამ დერეფნის განვითარებაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს