რევაზ ლომინაძე: პრეზიდენტის გამოსვლა „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გაეროსთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ჩვენი ქვეყნის ჩართულობა და მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ჟენევაში გაეროს განყოფილების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ჩვენი ქვეყნის ჩართულობა და მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ჟენევაში გაეროს განყოფილების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქ…
ჩვენი ქვეყნის ჩართულობა და მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ჟენევაში გაეროს განყოფილების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გაეროსთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
„ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ შეხვედრების ორგანიზება მოვაწყოთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან“, - აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.
პრეზიდენტი „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.