ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ლაშა ფარულავა: მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ამიტომ ვარ ამ პარტიაში - დემოკრატიული ტესტი უნდა ჩააბაროს ყველამ, როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე

ლაშა ფარულავა: მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ამიტომ ვარ ამ პარტიაში - დემოკრატიული ტესტი უნდა ჩააბაროს ყველამ, როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა - სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციური ალიანსის ლიდერად თამარ ჩერგოლეიშვილს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის ირგვლივაც გარემო ტოქსიკურია. ჟორჟოლიანის აზრით, პატიმარი პრეზიდენტი პო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა - სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციური ალიანსის ლიდერად თამარ ჩერგოლეიშვილს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის ირგვლივაც გარემო ტოქსიკურია. ჟორჟოლიანის აზრით, პატიმარი პრეზიდენტი პო…

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა - სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციური ალიანსის ლიდერად თამარ ჩერგოლეიშვილს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის ირგვლივაც გარემო ტოქსიკურია.

ჟორჟოლიანის აზრით, პატიმარი პრეზიდენტი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და პრემიერობის კანდიდატიც უნდა იყოს, თავად კი, საკუთარ როლს სააკაშვილსა და საზოგადოებას შორის შუამავლად ხედავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი, მათ შორის, ვინ გახდება პარტიის ლიდერი მოახლოებულ ყრილობაზე გადაწყდება.

"მე მხარს ვუჭერ ამ პარტიაში მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ამიტომ ვარ ამ პარტიაში. მის ინიციატივებს არა მხოლოდ პატივს ვცემ, არამედ ჩართული ვარ ტექნიკურ სამუშაოებში, რათა მისი ინიციატივები რეალიზდეს.

დემოკრატიული ტესტი უნდა ჩააბაროს ყველამ, როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზეც. საჭიროა კონკრეტული სტანდარტი, ამ სტანდარტს უნდა პასუხობდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოისურვებს კონკრეტული პოზიციის დაკავებას. ცხადია, თავად იღებენ გადაწყვეტილებას, შევიდნენ თუ არა იმ სპირალში, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს