ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

რატი იონათამიშვილი: ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა

რატი იონათამიშვილი: ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილ…

"ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, კარგია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ძალაუფლება არ აქვს.

"ეს ადამიანები ახლა როგორც ექცევიან ერთმანეთს უღირსად და როგორც უპირისპირდებიან, ზუსტად ასე უნდოდათ რომ ჩვენს ქვეყანას მოჰქცეოდნენ. მაგრამ ძალიან კარგი, რომ მათ არ აქვთ ამის ძალაუფლება. ისინი ჩვენს ქვეყანას ასე ცუდად ვერასდროს ვეღარ მოექცევიან, ამიტომ დარჩათ ერთმანეთი და როგორც უნდათ ერთმანეთს ისე მოექცნენ. რა თქმა უნდა, სხვას არც ჩვენი საზოგადოება და არც ჩვენ არ ველოდებით," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა - სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციური ალიანსის ლიდერად თამარ ჩერგოლეიშვილს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის ირგვლივაც გარემო ტოქსიკურია. ჟორჟოლიანის აზრით, პატიმარი პრეზიდენტი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და პრემიერობის კანდიდატიც უნდა იყოს, თავად კი, საკუთარ როლს სააკაშვილსა და საზოგადოებას შორის შუამავლად ხედავს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი, მათ შორის, ვინ გახდება პარტიის ლიდერი მოახლოებულ ყრილობაზე გადაწყდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს