ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი ჭეიშვილი – აბსოლუტურად ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ პარტნიორებს თუ არაპარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური კურსი დავანახოთ

ირაკლი ჭეიშვილი – აბსოლუტურად ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ პარტნიორებს თუ არაპარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური კურსი დავანახოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეუთო-ში საპარლამენტო დელეგაციის გახმოვანებულ გზავნილებს ხედავთ – ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს თუ არაპარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური კურსი დავანახოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეუთო-ში საპარლამენტო დელეგაციის გახმოვანებულ გზავნილებს ხედავთ – ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს თუ არაპარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური კურსი დავანახოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესო…

ეუთო-ში საპარლამენტო დელეგაციის გახმოვანებულ გზავნილებს ხედავთ – ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს თუ არაპარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური კურსი დავანახოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილი გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

მისივე თქმით, საუბარი იყო „მოსკოვის მექანიზმზე“, ასევე, ოკუპაციაზე.

„რაც შეეხება რეზოლიციას, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონებთან მიმართებაში უკან ნაბიჯების გადადგმას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს. ეს კანონები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. შესაბამისად, არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. მათ მიერ მიღებული მკაცრი რეზოლუციები არაერთხელ გვინახავს, რომელიც ფარატინა ქაღალდად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე იმუნიტეტი გამომუშავებული გვაქვს“,- განაცხადა ჭეიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს