ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი კირცხალია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე

ირაკლი კირცხალია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პ…

ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებმა სამი ფაქტი მოიძიეს, სადაც პარლამენტარებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას სამართლებრივი დავა მოჰყვა.

„სულ სამი ფაქტი მოიძიეს [გახარიას პარტიის წევრებმა]. ბრიტანეთში - საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა. საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს, როგორც ვიცი მოტეხილობები ჰქონდა. მესამე - სენეგალში, სადაც [პარლამენტარმა] ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე. ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად არ არსებობს პრეცედენტი. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებას პარლამენტში. ასე რომ, ველოდებით ცნობას“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებების სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტებს ეძებს, თუმცა ინციდენტიდან მეათე დღეს ე.წ. პრეცედენტების წარმოდგენას რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. ფაქტობრივად ათი დღის განმავლობაში მოიძიეს ორსულ ქალზე ფიზიკური ძალადობა. სენეგალში, პარლამენტის ორ ოპოზიციონერ წევრს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო. მეორე ამბავი ეხება ბრიტანეთს, თუმცა დამალეს, რომ ინციდენტი კარაოკე საღამოზე მოხდა და არა სხდომის დროს, ასევე აქვთ საბერძნეთის მაგალითი, სადაც საქმე ეხება მძიმე დაზიანებებს, რომლის შესახებაც, როგორც გამონაკლისზე, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემაც ილაპარაკა. გიორგი გახარიას პარტია ქრონიკასთან კომენტარს არ აკეთებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს