ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ…

თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებას.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებიდან ნათლად ჩანს ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება.

„ბოლო პერიოდში ე.წ. ფლაგმანია სამწუხაროდ ბრიტანეთი, მისი ხელისუფლება, მისი დიპლომატიური მისია საქართველოში. როდესაც უსტანდარტობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი აკეთებს ყველაფერს და ქმნის ისეთ საკანონმდებლო სივრცეს, სადაც დღევანდელი გამოწვევები უნდა იყოს პასუხგაცემული. მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის თურმე არ შეიძლება ეს. მათთვის თურმე შეიძლება, რომ სხვადასხვა კანონი, რომელზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ იყოს მნიშვნელოვანი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ქვეყანას თურმე უსაფრთხოების გამოწვევები არ აქვს. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომელსაც ნათლად ვხედავთ და ძალიან ნათელი პასუხებიც გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს პოზიცია ჩვენი, ხელისუფლების, ის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წლებია გვიკვეთავს, სწორედ ეს პოზიცია, ჩვენი პასუხები და ჩვენი ორ ფეხზე დგომა არის შემდგომ მათი განცხადებების გამწვავების მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დიდმა ბრიტანეთმა, საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესები გაამკაცრა. მიზანი არის საარჩევნო პროცესზე უცხოური ფინანსური გავლენის პრევენცია. პოლიტიკურ კანდიდატებს მოეთხოვებათ კანდიდატობამდე მიღებული 2230 გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოწირულობის დეკლარირება და დამტკიცება, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო დაფინანსება ლეგიტიმური წყაროებიდან იყო მიღებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს