ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია

ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით.- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორო სოციალურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით.- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორო სოციალურ…

დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით.- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორო სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით წლების განმავლობაში გაჟღერებულ უსაგნო სპეკულაციებს, თითქოს პროექტი არ აშენდებოდა ან ვინმე უცხოელ მოთამაშეს სრული მონოპოლია უნდა დაემყარებინა, წერტილი დაუსვა.

„ბევრისთვის ეს შესაძლოა მხოლოდ ეკონომიკური ტერმინი იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პირდაპირი და ძალიან მკაფიო განაცხადი: სახელმწიფო თავის უმთავრეს, ისტორიულ და სტრატეგიულ აქტივს არავის უთმობს.

რატომ არის ეს გადაწყვეტილება საუკეთესო და რატომ პასუხობს ის პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს? ამიტომ:

ეროვნული საკუთრების ხელშეუხებლობა:„ლენდლორდის“ მოდელის მთავარი პრინციპი ისაა, რომ პორტის ტერიტორია, მიწა და ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა 100%-ით რჩება სახელმწიფოს, ანუ ქართველი ხალხის საკუთრებაში.

ასეთი მასშტაბის პორტი არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებაა. ამ მოდელით სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ, სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პორტის მესაკუთრე სახელმწიფოა, უშუალოდ ოპერირებაში, ტვირთების მართვასა და ტერმინალების აღჭურვაში შემოვა კერძო კაპიტალი და საერთაშორისო გამოცდილება. ანუ, ჩვენ ვიღებთ კერძო სექტორის მაქსიმალურ ეფექტურობას ისე, რომ არ ვკარგავთ მთავარი მეპატრონის სტატუსს.

წლების განმავლობაში ვისმენდით უსაგნო სპეკულაციებს, თითქოს ანაკლიის პროექტი არ აშენდებოდა ან ვინმე უცხოელ მოთამაშეს ჩვენი ქვეყნის მთავარ არტერიაზე სრული მონოპოლია უნდა დაემყარებინა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ მანიპულაციებს წერტილი დაუსვა.

ანაკლიის პორტი აშენდება! და ის აშენდება ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება, ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ეროვნული სუვერენიტეტის სრული დაცვითა და მომავალ თაობებზე ზრუნვით.

ძლიერი, დამოუკიდებელი და გეოპოლიტიკურად წონადი სახელმწიფო ზუსტად ასეთი ჭკვიანური, ეროვნული და პრაგმატული ნაბიჯებით შენდება!“- წერს გეგეჭკორი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს