ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი ქადაგიშვილი – ჯო უილსონის მიზანია, ვიდრე ცოცხალია, საქართველოს წინააღმდეგ მაქსიმალური ნეგატივი გააჩინოს და ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს

ირაკლი ქადაგიშვილი – ჯო უილსონის მიზანია, ვიდრე ცოცხალია, საქართველოს წინააღმდეგ მაქსიმალური ნეგატივი გააჩინოს და ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კარგი იქნებოდა, ეუთო-ს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნა დაეცვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კარგი იქნებოდა, ეუთო-ს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნა დაეცვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდო…

კარგი იქნებოდა, ეუთო-ს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნა დაეცვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის თანახმადაც, ჯო უილსონმა, როგორც ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარადგინა.

„რეზოლუციის ავტორი და ინიციატორი კარგად ცნობილი ჯო უილსონია. ამ ადამიანის მიზანია, ვიდრე ცოცხალია, საქართველოს წინააღმდეგ მაქსიმალური ნეგატივი გააჩინოს და ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს. ამ შემთხვევაში, როგორც ამერიკის კონგრესის წარმომადგენელი, აშშ-ის გარკვეულ ავტორიტეტს იყენებს.

ეუთო-ს რეზოლუციას რაც შეეხება, გნებავთ, „გლობალური ომის პარტიის“, გნებავთ, როგორც ისინი ამბობენ, „საქართველოში რეჟიმის ცვლილების“ მოსურნეთა პარტიის ერთი რეზოლუციაა, სადაც ლგბტ-დან დაწყებული, გამჭვირვალობით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი მიუღებელია. რა თქმა უნდა, მათივე ქვეყნებში გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით იღებენ კანონებს, მიღებულ კანონებს კიდევ უფრო ამკაცრებენ, მაგრამ საქართველოში ეს დაუშვებელია. რატომ? – მათი გაგებით, საქართველოში ყველაფერი უნდა გასდიოდეთ და საქართველოთი მანიპულირება ადვილად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი ტიპის რეზოლუციებს სერიოზულად ვერ მივიღებთ. კარგი იქნებოდა, ეუთო-ს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მათ მიერვე გაკეთებული დასკვნა დაეცვა. ბოლომდე დაცვასაც არ ვამბობ, ცოტა ხმამაღლა ამოეღოთ ხმა. რა თქმა უნდა, ამის პოლიტიკური ნება მათ არ ეყოთ, რადგან იქ დომინირებდნენ სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის მომხრეები არიან. ამიტომ მანიპულირება ხდება და ამით საქართველოზე ზეწოლა. ეს არის დღევანდელი იდეოლოგიური მეინსტრიმი, რომელიც ევროპაში ჯერ კიდევ დომინანტია, მაგრამ ნელ-ნელა ამ დომინანტ იდეოლოგიასაც საფუძველი ეცლება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს