ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

დავით მათიკაშვილი – ჯო უილსონს ასეთი რა გადაუხადეს, რომ ჯამაგირი ვერ ამოიწურა, ქართველ ხალხს 2024 წელს გაკეთებულ არჩევანს ვერ პატიობენ

დავით მათიკაშვილი – ჯო უილსონს ასეთი რა გადაუხადეს, რომ ჯამაგირი ვერ ამოიწურა, ქართველ ხალხს 2024 წელს გაკეთებულ არჩევანს ვერ პატიობენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცხადია, სადაც ჯო უილსონია, იქ ობიექტურ და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობით გაჯერებულ ტექსტზე საუბარი ვერ იქნება. ამ ადამიანს ასეთი რა გადაუხადეს, რომ ჯამაგირი ვერ ამოიწურა. ეტყობა, ჯამაგირი სისტემატური ხასიათისაა, – ამი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცხადია, სადაც ჯო უილსონია, იქ ობიექტურ და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობით გაჯერებულ ტექსტზე საუბარი ვერ იქნება. ამ ადამიანს ასეთი რა გადაუხადეს, რომ ჯამაგირი ვერ ამოიწურა. ეტყობა, ჯამაგირი სისტემატური ხასიათისაა, – ამი…

ცხადია, სადაც ჯო უილსონია, იქ ობიექტურ და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობით გაჯერებულ ტექსტზე საუბარი ვერ იქნება. ამ ადამიანს ასეთი რა გადაუხადეს, რომ ჯამაგირი ვერ ამოიწურა. ეტყობა, ჯამაგირი სისტემატური ხასიათისაა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს დაუსვეს კითხვა, რომლის თანახმადაც, ჯო უილსონმა, როგორც ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარადგინა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ანტიქართული განწყობა, რაც ჯო უილსონისგან მომდინარეობს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„არსებობს გებელსისეული ტყუილები. გებელსს ჰქონდა მიდგომა, რომ ადამიანს გაუგონარი უნდა დააბრალო, მისი დისკრედიტაცია მოახდინოო. იმ გაუგონარ დაბრალებაშიც კი, ორი პროცენტი სიმართლე იყო, დანარჩენი დაშენებული ტყუილი. ამ კაცის ნარატივში ასი პროცენტი, 110 პროცენტი, 200 პროცენტი ტყუილია. ამ ყველაფერს რომ ჩალის ფასიც არ აქვს, ხომ ნამდვილად ლოგიკურია. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მეგობრებზე, სააკაშვილის გამოშვებაზე, როგორც პოლიტპატიმრის და იმ კანონების გაუქმებაზე, რომლებიც ერთი მხრივ, იცავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას და სუვერენიტეტს, მეორე მხრივ, ქართული ახალგაზრდობის და ბავშვების მორალურ ღირებულებებს, მათ მომავალს და ხვალინდელ დღეს. ეს რაღაც ფორმით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წინაღობად როცა მიაჩნია, აქ სუბიექტივიზმიც აღარაა. ეს არის ქართველებზე პირდაპირი თავდასხმა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმ არჩევანს, რომელიც 2024 წელს გააკეთა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს