ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

თენგიზ შარმანაშვილი – ნატო-ს წევრები არ ვართ, არც MAP-ი გვაქვს, ამიტომ ვალდებული არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ, ჩვენ ნატო-ს საიმედო პარტნიორები ვართ

თენგიზ შარმანაშვილი – ნატო-ს წევრები არ ვართ, არც MAP-ი გვაქვს, ამიტომ ვალდებული არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ, ჩვენ ნატო-ს საიმედო პარტნიორები ვართ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ ნატო-ს წევრები არ ვართ, არც MAP-ი გვაქვს, ამიტომ ისინი ვალდებული არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ ნატო-ს წევრები არ ვართ, არც MAP-ი გვაქვს, ამიტომ ისინი ვალდებული არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფ…

ჩვენ ნატო-ს წევრები არ ვართ, არც MAP-ი გვაქვს, ამიტომ ისინი ვალდებული არ არიან, სამიტზე მიგვიწვიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებს იმას, რომ საქართველო თურქეთში, ნატო-ს სამიტზე მიწვეული არ არის.

„ჩვენ ნატო-ს საიმედო პარტნიორები ვართ. ძალიან ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი და ნატო-სთან არაფერი შეგვშლია. ავღანეთის ოპერაციაში ამ ხელისუფლების პირობებშიც სრულმასშტაბიანად ვმონაწილეობდით. არ მგონია, რომ სამიტზე არმიწვევით მხოლოდ საქართველოს დააკლდება. ნუ შევხედავთ ყველაფერს ისე, რომ ჩვენ ისეთი საცოდავი ქვეყანა ვართ, რომ ყველა ჩვენ გვჭირდება – ჩვენც ვჭირდებით ყველას. თავის თავსაც დააკლებენ, თუ ასეთ საიმედო პარტნიორებს კარგად არ მოექცევიან. ყოველთვის მზად ვართ, პარტნიორებთან პირნათელი ვიყოთ. სისხლიც კი დაგვიღვრია ამის გამო. თავის წევრებს გადახედონ, ავღანეთში როგორ იქცეოდნენ, შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვიათ და ფანჯარასთან ახლოს არ მიდიოდნენ, შემთხვევით ტყვია არ მოხვედროდათ. ავღანეთიდან ისე ჩამოვიდნენ, არც ერთ ჯარისკაცს ფეხის ნაკაწრი არ ჰქონია. ანუ, არც ერთ ოპერაციაში არ იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ კი ასობით დასახიჩრებული გვყავს. მსხვერპლი მარტო სიკვდილიანობით არ განისაზღვრება. მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება იყოს. ნატო თუ აღიარებს ჩვენს მეგობრობას, აღიარებს ბოლომდე. ჩვენ მზად ვართ. დავამტკიცეთ და მომავალშიც დავამტკიცებთ, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს