ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, დროა, გონს მოეგონ

ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, დროა, გონს მოეგონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღ…

უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღებს ფულს.

„ასეთი ტიპის უსამართლობა ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. მათთვისაა კონტრპროდუქტიული. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ამ ინსტიტუტების მიმართ განწყობები მკვეთრად შეცვლილია, როდესაც ასეთ უაზრო რეზოლუციებს იღებენ. ძალიან ბევრი ტყუილია ჩაწერილი და რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯო უილსონის იდეებითაა გაჟღენთილი. ყველამ ვიცით, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღებს ფულს. ეს FARA-ს დოკუმენტებითაა დამტკიცებული. იღებენ უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებულ რეზოლუციას და ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ. ყოველი რეზოლუციიდან რეზოლუციამდე და უსამართლო გადაწყვეტილებიდან, განცხადებიდან შემდგომ უსამართლო გადაწყვეტილებამდე და განცხადებამდე საკუთარ რეპუტაციას იზიანებენ. დროა, გონს მოეგონ, ვინაიდან ისეთ პროცესში არიან შესულები, საიდანაც უკან გამოსვლა ძალიან რთული იქნება და ქართველ ხალხთან ძალიან ბევრი ბოდიში ექნებათ მოსახდელი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს