შალვა პაპუაშვილი – სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ ვფიქრობ, მათზე აყოლილი ადამიანები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ვფიქრობ, საზოგადოებაც ამჩნევს, რომ განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სიძულვილის ენამ იკლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპულობა არ არის ლანძღვა-გინება, რაც…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ვფიქრობ, საზოგადოებაც ამჩნევს, რომ განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სიძულვილის ენამ იკლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპულობა არ არის ლანძღვა-გინება, რაც…
ვფიქრობ, საზოგადოებაც ამჩნევს, რომ განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სიძულვილის ენამ იკლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპულობა არ არის ლანძღვა-გინება, რაც ბოლო პერიოდში სწორედ ასე იყო აღქმული.
„ჩვენ გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომელთაც არაფერი გამოვასწორებთ, მათი ნირია ასეთი – უნდა იძალადონ ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილანძღონ, ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ, რომ ქვეყანა არიონ. რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ. სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს საქართველოში ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენლებმა, რომ ლანღვა-გინება და უხამსობა გაიგივებულია ევროპულობასთან. ვფიქრობ, ეს აყოლილი ადამიანები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.