ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ეროვნული პოლიტიკის, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის კონტექსტში. პაატა სალიას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ეროვნული პოლიტიკის, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის კონტექსტში. პაატა სალიას…

მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ეროვნული პოლიტიკის, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის კონტექსტში.

პაატა სალიას განცხადებით, თანამედროვე მიგრაციული პროცესების დინამიკა, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვს მოქნილ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რათა შესაძლებელი იყოს როგორც გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება, ისე არსებული შესაძლებლობების სრულფასოვანი გამოყენება.

მონაწილეებმა ასევე მოისმინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში მიგრაციის სფეროში განხორციელებული უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიგრაციის მართვის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებებისა და საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მომზადდა.

კომისიის წევრებმა ასევე შეაჯამეს გაეროს საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმის (IMRF) მეორე შეხვედრის შედეგები, რომლის ფარგლებშიც უწყებათაშორისმა სამთავრობო დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გამოცდილება და მიგრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

გაფართოებულ სხდომას, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქციას სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ასრულებს.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს