ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება - ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი

ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება - ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსო…

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“, ანაკლიის მართვა კი საერთაშორისო ოპერატორს უნდა გადაეცეს.

გვენეტაძის განცხადებით, გეგელია „პოლიტშესტიორკაა“, რომელიც მისი უფროსის, მამუკა ხაზარაძის გულის ნადებს ახმიანებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „პოლიტიკური მამინაცვლების“ სიყვარულით შთაგონებული ხაზარაძე და გეგელია მზად არიან, რომ ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე, კომკავშირული ინტერნაციონალიზმი უზრუნველყონ.

„ანაკლიის თემაზე სასამართლოზე სრულიად გაფარჩაკებულმა, თანაც დიდი თანხით დაჯარიმებულმა ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ, როგორც კი გაიგო საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, პოლიტიკურ ველზე შემოგზავნა გათაღლითების გზაზე საკუთარი პოლიტიკური მამის მიერ კარგა ხანია შემდგარი, მაგრამ აქაც ბოლომდე ვერ შემდგარი ერთ დროს მემარცხენე, ახლა კი სიტუაციის შესაბამისად გამემარჯვენებულ „გატოპტვინებული“ მისივე პარტიის წევრი ტიპური „პოლიტშესტიორკა“ გრიგოლ გეგელია, რომელსაც დაავალა მამუკა „უმფროსმა“ საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება. გრიგოლმაც მყისვე ქოში უკუღმა ჰყარა და განაცხადა რას ჰქვიან საქართველოს სახელმწიფომ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი. ანაკლია უნდა ააშენოს „კონსორციუმმა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ“ ერთობლივადო.

ამის გამგონე მოქალაქეს უნებურად გაგახსენდება ქართული სიბრძნე: „კაცს მამა დაავიწყდა და მამინაცვალს იფიცებდაო“.

დიახ, პოლიტიკური მამინაცვლების სიყვარულით შთაგონებული ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს