ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია „ლელოს“, რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია „ლელოს“, რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნების ინტერესების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნების ინტერესების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობ…

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნების ინტერესების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.

მისი შეფასებით, თუ სახელმწიფო ანაკლიის პორტს საკუთარი რესურსით ახორციელებს და პროექტი საქართველოს საკუთრებაში რჩება, დამატებითი საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის იდეა გაუმართლებელია.

„წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ განაცხადოს, რომ მე ვაკეთებ ანაკლიის პორტს, რომ პორტი იქნება საქართველოსი და სხვისი არავისი და ამ პატარა კოსმოპოლიტს უნდა რომ ამ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნები შემოიყვანოს თავიანთი ინტერესებით და მოთხოვნებით, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს.

როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია „ლელოს“ (პარტიის სახელით გაკეთდა განცხადება), რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ.

ე.წ. „კავკასიური კონსორციუმის“ შექმნა ანაკლიის პორტისთვის, ისეთივე პროვოკაციული რამ არის, რაც თავის დროზე შექმნილი და ჩავარდნილი „ანაკლიის კონსორციუმი“ სარეკლამო ფარად რომ ჰყავდათ ამერიკული ფირმა, ხოლო სხვა წევრები ვინ იყვნენ, ჩახედულმა ხალხმა კი იცის - სიაფანდი ფირმები“, - წერს ანჯაფარიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს