ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა - ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების ნაწილი იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება

დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა - ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების ნაწილი იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნა…

მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსის შესახებ და აღნიშნა, რომ მისგან არ გაკვირვებია მსგავსი შეფასებები.

“მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო (შეგნებულად არ ვაზიარებ აქ. ვისაც აინტერესებს, შეუძლია მის გვერდზე შევიდეს და ნახოს. დ. ზ.), სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბოზები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო.

არა, მე მისგან არ გამკვირვებია მსგავსი შეფასებები და არც ვეკამათები ხოლმე. ჯერ ერთი, აზრი არა აქვს, და, გარდა ამისა, პატიმარია მაინც, თან აშკარად პოლიტიკური მოტივით დაჭერილი.

არც ის მიკვირს, რომ ბევრი ჩემი ნაცნობ-მეგობარი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და 2012 წლის ოქტომბერშიც ოცნების კოალიციას აქტიურად უჭერდა მხარს, ასეთ, წესით მისთვისაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ან არ პასუხობს და უყრუებს, ან სულაც ეთანხმება ხოლმე. კი არ მესმის ამას რანაირად ახერხებენ, მაგრამ წლებია უკვე ასე იქცევიან "ქოცი არ გავახაროთ" პრინციპით. პლუს ნაცებთან ჩხუბი და მათგან ლანძღვა-გინების მოსმენაც ეზარებათ.

უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა და სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს უახლესი ისტორიის ამ ვერსიას, მათ შორის ის ხალხიც, ვისაც ორი წიგნი წაკითხული აქვს და ასე თუ ისე ჭკუა მოეკითხება, მანამ გარანტირებული გვაქვს კრებსითი ბიძინას მარადიული მეუფება მთელი მისი სამეფო ამალით.”- წერს ზურაბიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს