ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან

გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია და საერთაშორისო დღის წესრიგი უკვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია და საერთაშორისო დღის წესრიგი უკვე…

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია და საერთაშორისო დღის წესრიგი უკვე სახელმწიფოებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით ყალიბდება.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, მათ შორის საქართველოში ვიზიტის საკითხზე, ადასტურებს, რომ თავად საერთაშორისო ორგანიზაციებიც პოლიტიკური გავლენების ქვეშ იმყოფებიან.

„სამწუხაროა, მაგრამ მოცემულობა ასეთია - ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან. გაერო თავად ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა მკვდრადშობილ ორგანიზაციად; ევროკავშირი, შეიძლება ითქვას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, აღარ არსებობს და ნატოც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისმა ერთ-ერთმა მთავარმა დამფუძნებელმა - შეერთებულმა შტატებმა.

სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მსოფლიო დღის წესრიგი უკვე სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებით ყალიბდება და საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი განცხადებები, პრაქტიკულად, აღარაფერს წარმოადგენს.

ეუთო/ოდირთან დაკავშირებით მინიმუმ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც არჩევნების შედეგები დაიდო, ამბობდნენ, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა, თუმცა ამავე დროს უცხოურმა ძალებმა პირდაპირ დაარტყეს ეუთო/ოდირს და მის წარმომადგენლებს იანვარში საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალეს.

ხომ წარმოგიდგენიათ, ისეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდეს, თავად გახდა იმ „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ბულინგის მსხვერპლი, რომლებმაც უთხრეს, საქართველოში ვიზიტით არ ჩასულიყვნენ.

ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციისგან რა რეზოლუცია უნდა გაუკვირდეს ქართულ საზოგადოებას, როდესაც ორგანიზაცია, რომელიც შენ უნდა გიცავდეს, თავად გახდა დასაცავი და ჩვენ ვუთხარით - ნუ ჩამოხვალთ, თუ ასეთი ტიპის ზეწოლასა და ბულინგს განიცდით, როგორმე ამასაც გადავიტანთ.

დღეს მსოფლიოში დღის წესრიგი, ფაქტობრივად, თავდაყირაა დაყენებული. პროცესები ძალაზეა დამყარებული - ზოგ შემთხვევაში ეს ძალა იარაღია, რასაც რეგიონში მიმდინარე ომებით ვხედავთ, ზოგ შემთხვევაში კი ეკონომიკური დარტყმები და სანქციებია. ყველა შემთხვევაში დიპლომატია გვერდზეა გადადებული და სახელმწიფოებს შორის ბრძოლა ინტერესების გადანაწილებისთვის მიმდინარეობს.

სწორედ ამიტომ გამოცხადდა ღიად ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გაუქმებულად და სწორედ ამიტომ არის დღეს ეუთო/ოდირიც ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს