ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კირცხალია: რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან? - გარე დავალებების შესრულების ხარისხი, ამაზრზენობის ხარისხი, იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია, მთავარი - საკუთარი ქვეყნის ღალატი, პროვოკატორობის ხარისხი

ირაკლი კირცხალია: რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან? - გარე დავალებების შესრულების ხარისხი, ამაზრზენობის ხარისხი, იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია, მთავარი - საკუთარი ქვეყნის ღალატი, პროვოკატორობის ხარისხი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან და მის პარტიასთან? - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კირცხალია ვრცლად ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან და მის პარტიასთან? - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კირცხალია ვრცლად ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ და…

რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან და მის პარტიასთან? - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კირცხალია ვრცლად ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები.

„რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან?

1. გარე დავალებების შესრულების ხარისხი

2. ამაზრზენობის ხარისხი

3. იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია

4. მთავარი - საკუთარი ქვეყნის ღალატი

5. პროვოკატორობის ხარისხი

მეხუთე, სიმბოლურ პუნქტზე ოდნავ ვრცლად, სადაც ბოლო დღეებში გახარიელებმა ნაცებს გადაასწრეს:

პრემიერის ანგარიშის შესახებ ერთი კრიტიკული შენიშვნაც რომ ვერ მოძებნეს, პროვოკაცია პირველმა შარაშიძე გახარიელმა სცადა, უშედეგოდ.

მეორე „შედეგიანი” მცდელობა ფარულავა გახარიელმა დედის გინებით და ჩხუბის დაწყებით აიღო თავის თავზე.

ქართველ დეპუტატებს ერთი საოცარი თვისება აღმოაჩნდათ - დედის გინებაზე და ხელის დარტყმაზე უეცრად პასუხი გადაწყვიტეს და მოკლედ, მოხვდათ გახარიელებს.

იმ დღის მერე ტირილი და ვაი-ვიში, არავინ ისჯებაო. უპასუხეს, ასე ხდება მთელ მსოფლიოში პარლამენტში ჩხუბისასო. არა, ბატონო, აგერ პრეცედენტებიო - ბრიტანეთში, კარაოკე ბარში ჩხუბზე პარლამენტარი დასაჯეს, საბერძნეთში - ხელის მოტეხვაზე, სამხრეთ კორეაში - მხოლოდ ოპოზიცია, სენეგალში - ფეხმძიმე ქალის მუცელში ფეხის ჩარტყმაზეო…

და ჩვენ შემთხვევაში, რომელთან გვაქვს საქმეო - ეკითხებიან პასუხის პასუხად…

ფარულავა ტესტის პასუხს ელოდება და აბა ვნახოთო…", - წერს ირაკლი კირცხალია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს