ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გრიგოლ გეგელია: ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს

გრიგოლ გეგელია: ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი გამოდის წინადადებით, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა საერთაშორისო ოპერატორს გადაეცეს. ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი გამოდის წინადადებით, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა საერთაშორისო ოპერატორს გადაეცეს. ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქა…

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი გამოდის წინადადებით, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა საერთაშორისო ოპერატორს გადაეცეს.

ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ანტიქართული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი - ასე აფასებს ქართული ოცნება ლელოს ინიციატივას, მათი შეფასებით ლელოს სურვილი ქვეყნის სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი ობიექტები უცხოელებმა მართონ, ბევრ რამეზე მეტყველებს.

"ლელო - ძლიერი საქართველო" ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ჩვენი წინადადებაა, სამი ქვეყნის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი "კავკასიური კონსორციუმი," ხოლო პორტის მართვა გადაეცეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს. ამავდროულად, ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ღია უნდა იყოს ამერიკული, ევროპული და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორისთვის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და მზად არის, მონაწილეობა მიიღოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს